მთავარიამერიკააშშშეერთებულ შტატებში „სპუტნიკით“ აცრილებს არ შეუშვებენ

შეერთებულ შტატებში „სპუტნიკით“ აცრილებს არ შეუშვებენ

შეერთებულ შტატებში დასრულდა კორონავირუსის გამო დაწესებული თითქმის 20-თვიანი შეზღუდვა მოგზაურობაზე. ახლა მსურველებს, რომლებიც საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისა და ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინებით არიან აცრილი, შეუძლიათ კვლავ იმოგზაურონ შეერთებულ შტატებში. თუმცა ეს არ ეხებათ ვაქცინა „სპუტნიკით“ აცრილ ადამიანებს. მათ იმედი აქვთ, რომ შეერთებული შტატები მალე დაამტკიცებს რუსულ ვაქცინასაც.

უნგრეთის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც შეერთებულ შტატებში გეგმავდნენ მოგზაურობას, იმედგაცრუებულია. ახალი წესების მიხედვით, შეერთებულ შტატებში არ შეუშვებენ იმ ადამიანებს, რომლებიც რუსული ვაქცინით „სპუტნიკით“ არიან აცრილები. შეერთებულ შტატებში დაშვებულია მხოლოდ საკვებისა და წამლის ადმინისტრაციისა და ჯანმოს მიერ დამტკიცებული ვაქცინები, მათ შორისაა „ფაიზერი“, „მოდერნა“, „ჯონსონ & ჯონსონი“, „ასტრაზენეკა“, „სინოვაკი“ და „სინოფარმი“,  მაგრამ არა „სპუტნიკი“. „სპუტნიკი“ მსოფლიოს 70 ქვეყანაში გამოიყენება. უნგრეთში კი ეს ვაქცინა მილიონზე მეტმა ადამიანმა გაიკეთა.

ტურისტული სააგენტოების ასოციაციის პრეზიდენტი ჯუდით მოლნარი ამბობს, რომ ის ადამიანები, რომლებმაც „სპუტნიკის“ ვაქცინა გაიკეთეს, გულდაწყვეტილი არიან, რადგან ისინი შეერთებულ შტატებში ვეღარ მიემგზავრებიან. „სპუტნიკით“ აცრილებს იმედი აქვთ, რომ  ამერიკაში  ვითარება მალე შეიცვლება და ქვეყანაში ვაქცინა „სპუტნიკსაც“დაამტკიცებენ.

ბუდაპეშტის მცხოვრები აკოშ იშტვან შიპოში დარწმუნებული იყო, რომ სწორად იქცეოდა.  პანდემია მძვინვარებდა, ამიტომ სხვა ვაქცინებს აღარ დაელოდა და „სპუტნიკით“ აიცრა. მაშინ იგი ვერც წარმოვიდგენდა, რომ ამის გამო ვეღარ იმოგზაურებდა.

რუსეთმა 2020 წლის აგვისტოში წარადგინა „სპუტნიკი“. ის კორონავირუსის საწანააღმდეგო პირველი ვაქცინა იყო მსოფლიოში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend