მთავარი სპორტი "ბარსელონამ" ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინა

“ბარსელონამ” ჩავი მთავარი მწვრთნელის პოსტზე წარადგინა

კატალონიის “ბარსელონამ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე კლუბის ლეგენდარული ფეხბურთელი, ჩავი ერნანდესი წარადგინა. ესპანელმა სპეციალისტმა “ბარსელონასთან” 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში ჩავი “ალ-სადის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა. “ბარსელონას” მაისურით ჩავიმ 17 სეზონი ჩაატარა და 25 ტიტული მოიგო.

41 წლის მწვრთნელის ხელმძღვანელობით “ბარსელონა” პირველ მატჩს 21 ნოემბერს, “ესპანიოლის” წინააღმდეგ გამართავს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend