მთავარისაქართველოთავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე ოპოზიციის მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს

თავისუფლების მოედანზე “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია “თავისუფლება მიშას” დაიწყო.

აქციის წევრების განცხადებით, მათი მთავარი მოთხოვნა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაა.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წევრები, პროტესტს მოქალაქეები რეგიონებიდანაც შეუერთდნენ.

როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პარტიის სამოქმედო გეგმას დღეს თავისუფლების მოედანზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია წარადგენს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend