მთავარისაქართველოშსს აცხადებს, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება

შსს აცხადებს, რომ აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება

თბილისში დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინ, შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ პოლიცია დაიცავს წესრიგს.

„აღსანიშნავია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შსს მოუწოდებს აქციის მონაწილეებსა და პოლიტიკურ ლიდერებს, დაიცვან საქართველოს კონსტიტუცია, პატივი სცენ პოლიციელთა პროფესიულ საქმიანობას, არ გასცდნენ მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს, დაემორჩილონ პოლიციის მოთხოვნას და დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი.

„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

8 ნოემბრის საღამოს, თავისუფლების მოედანზე გაიმართება „ნაციონალური მოძრაობის“ აქცია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend