მთავარისაქართველოპენსიონერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

პენსიონერები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებენ, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებენ

პენსიონერი, რომელიც წლის ბოლომდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად 200-ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ დღევანდელ სხდომაზე მიიღო, გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია კი საზოგადოებას პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიაწოდა.

„დღეიდან 200-ლარიან ერთჯერად საპენსიო დანამარტს მიიღებს პენსიონერი, ვინც წლის ბოლომდე ჩაიტარებს აცრას“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მისივე თქმით, საპენსიო დანამატი გაიცემა აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend