გლდანის მე-18 სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადაიყვანეს, ამ წუთებში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია შევიდა.
მას დაწესებულებაში მისვლის შემდეგ მედიის წარმომადგენლებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
არსებული ინფორმაციით, ლომჯარიასთან ერთად იმყოფება მისი მოადგილე გიორგი ბურჯანაძე და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი მიხეილ ღონღაძე.