მთავარი გადაცემები კუბი ილონ მასკმა ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა - ღირს თუ არა კომპანია Tesla-ს აქციების...

ილონ მასკმა ტვიტერზე გამოკითხვა ჩაატარა – ღირს თუ არა კომპანია Tesla-ს აქციების გაყიდვა?

მილიარდერმა და მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე მდიდარმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა თავის ოფიციალურ ტვიტერზე გამოკითხვა დაიწყო, ღირს თუ არა მისი კომპანია „ტესლას“ აქციების გაყიდვა. მასკი მომხმარებლებს შეჰპირდა,  რომ მოიქცეოდა ისე, როგორც მისი გამომწერები გადაწყვეტდნენ.

მილიარდერ ილონ მასკს ტვიტერზე დაახლოებით 68 მილიონი გამომწერი ჰყავს. მათი დიდი ნაწილი მასკს ურჩევს, გაყიდოს „ტესლას“ აქციების 10%, რათა დაფაროს გადასახადები.  გამოკითხვაში მონაწილეობა დაახლოებით 4-მა მილიონმა ადამიანმა მიიღო, მათგან თითქმის 58%-მა აქციების გაყიდვას დაუჭირა მხარი.

 

თუ მასკი დანაპირებს შეასრულებს, ის „ტესლას“ აქციებს 21 მილიარდ დოლარად გაყიდის.  ეს გადაწყვეტილება კომპანია „ტესლას“ დამფუძნებელმა მას შემდეგ მიიღო, რაც დემოკრატი სენატორი რონ უაიდენი შტატ ორეგონიდან მილიარდერებისთვის გადასახადების დაწესების ახალი ინიციატივით გამოვიდა.

გეგმის მიხედვით, ამერიკაში მცხოვრებ მილიარდერებს უნდა დაეკისროთ 23,8%-იანი გადასახადი ე.წ. არარეალიზებული მოგებიდან, ანუ ფასიანი ქაღალდების ღირებულებიდან, არ აქვს მნიშვნელობა, გაყიდეს თუ არა თავიანთი აქტივების ნაწილი.

მასკი ამ კანონპროექტს ეწინააღმდეგება. ცოტა ხნით ადრე მან ტვიტერზე დაწერა, რომ ის არ იღებს არც ხელფასს, არც პრემიებს, მას მხოლოდ აქციები აქვს და ერთადერთი გზა, რომლითაც გადასახადების გადახდას შეძლებს, აქციების გაყიდვაა.

უახლესი

სხვა ამბები

ილონ მასკიილონ მასკი

Send this to a friend