ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო და ახალი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს ნომერ პირველი ჩოგანი ფინალურ მატჩში რეიტინგში მეორე ადგილზე მყოფ დანიილ მედვედევს დაუპირისპირდა და სამ სეტში: 4:6, 6:3, 6:3 დაამარცხა.
2021 წლის სეზონში მსოფლიოს ორი უძლიერესი ჩოგბურთელი ერთმანეთს მესამედ დაუპირისპირდა. ავსტრალიის ღია პირველობა ჯოკოვიჩმა მოიგო, ამერიკის შეერთებული შტატების ღია პირველობა კი მედვედევმა.
პარიზში მოგებული მასტერსი ჯოკოვიჩისთვის 37-ეა, მან ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალს გაუსწრო, რომელმაც მასტერსის მოგება 36-ჯერ შეძლო.