მთავარი კუბი კვლევა: ფეისბუკზე კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

კვლევა: ფეისბუკზე კლიმატის შესახებ დეზინფორმაციის რაოდენობა ყოველდღიურად იზრდება

კლიმატისა და სოციალური ქსელების შესახებ რამდენიმე კვლევა ერთდროულად გამოქვეყნდა. ერთ-ერთი კვლევის ავტორია გარესმოდაცვითი ჯგუფი Stopfundingheat, რომელმაც 195-მდე ფეისბუკგვერდის პოსტები გააანალიზა. გვერდებს ჰქონდათ ისეთი სახელწოდებები, როგორებიცაა, მაგალითად, „კლიმატის ცვლილება ბუნებრივი პროცესია“, „კლიმატის ცვლილება სისულელეა“. ამ გვერდებზე ძირითადად დეზინფორმაციული პოსტები ან სახუმარო მიმები ქვეყნდებოდა. ამით ისინი დასცინოდნენ იმ ადამიანებს, რომელთაც გლობალური დათბობის სჯერათ.

მკვლევრებმა  2021 წლის იანვრიდან აგვისტომდე აღმოაჩინეს დაახლოებით 45 000-მდე პოსტი, რომელთა ავტორებს  კლიმატური კრიზისი ნაკლებად ან საერთოდ არ მიაჩნდათ მნიშვნელოვნად.  ეს პოსტები 800 ათასიდან მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. მათი მხოლოდ 3% იყო მონიშნული დეზინფორმაციად.

როგორც მკვლევრები აღნიშნავენ, კოპ26-ის, კლიმატის სამიტზე მიღწეული შეთანხმების პარალელურად ფეისბუკზეც ვრცელედება ამ საკითხთან დაკავშირებული პოსტები, რადგან ფეისბუკია სწორედ მსოფლიოში კლიმატური ცვლილებების შესახებ დეზინფორმაციის ფართოდ გამავრცელებელი.

ფეისბუკის წარმომადგენელმა სამიტზე ამ კვლევასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი და თქვა, რომ მეთოდი, რომელიც მკვლევრებმა გამოიყენეს, სრულყოფილი არ არის და მათ მიერ მონიშნული პოსტების დიდი ნაწილი არ შეიცავს დეზინფორმაციას.

უახლესი

სხვა ამბები

კვლევაკვლევა

Send this to a friend