მთავარიევროპანიდერლანდებიქალაქი ველოსიპედისტებისთვის

ქალაქი ველოსიპედისტებისთვის

უტრეხტში ახალგაზრდებს, ხნიერებს, სპორტული თუ არასპორტული აღნაგობის ადამიანებს ერთი რამ აერთიანებთ – ეს ველოსიპედია.

საავტომობილო გზები ახლა ველობილიკებად გადაკეთდა. მოსიარულეებისთვის კი ე.წ. ჭკვიანი ინფრასტრუქტურა მოეწყო.

ცოტა ხნის წინ უტრეხტის მერიამ 30 მილიონი დახარჯა, რომ  მსოფლიოში ველოსიპედების ყველაზე დიდი სადგომი აეშენებინა, მშენებლობას 5 წელი მოანდომეს.

აქ 12500 ველოსიპედი ეტევა. უტრეხტის მერის ამ გადაწყვეტილებამ ავტომობილების მძღოლებს პრობლემა გაუჩინა, ველოსპედისტებისთვის  კი ეს ადგილი სამოთხედ აქცია. ადგილობრივი მოსახლეობაც კმაყოფილებას გამოთქვამს.  შეზღუდული შესაძლებლობების პირები აქ განსაკუთრებული სტატუსითაც სარგებლობენ.

უტრეხტის მერი შარონ დეიკსმა აღნიშნავს, რომ მათ მიდგომები შეცვალეს, რაც ძალიან სასიხარულოა. ეს მათ მუნიციპალიტეტებშიც აისახება, რადგან ნიდერლანდებში ბევრი ე.წ. მწვანე პოლიტიკური პარტიაა.

უტრეხტი ველოსიპედებზე მორგებული პირველი ქალაქია. ჩნდება კითხვა, რამდენად არის შესაძლებელი მსგავსი მოდელი სხვა ევროპულ ქალაქებშიც დაინერგოს?

შარონ დიეკსმა ამბობს, რომ მათ უკვე აჩვენეს, რომ ეს შესაძლებელია და რომ ეს მოქალაქეებს არა მარტო აბედნიერებს, არამედ აჯანსაღებს კიდეც. მისი თქმით, ქუჩები ნაკლებად არის გადატვირთული, თუმცა ხანდახან ველოსიპედების საცობები წარმოიქმნება ხოლმე. ისინი ცდილობენ, ველოსიპედისტებისთვის უფრო მეტი სივრცე შექმნან. თუმცა შარონ დეისკმა ისიც აღნიშნა, რომ ამ პროცესს წლები დასჭირდება.

სწორედ ეს იყო ის გზავნილი, რომელიც გარემოს დაცვის  ყოფილმა მინისტრმა COP26-ზე წარადგინა. უტრეხტში კი გაგრძელდება გაჯანსაღების პროცესი და გაფართოვდება ველოსიპედებისთვის განკუთვნილი ინფრასტრუქტურა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend