აქტივისტები ყოველდღიურად მართავენ აქციებს ქალაქ გლაზგოში, სადაც COP26-ის სამიტი მიმდინარეობს.
აქტივისტებს არ სჯერათ იმ გეგმების, რომლებიც კომპანიებმა და ინვესტორებმა კონფერენციაზე წარმოადგინეს. გეგმის მიხედვით, ისინი ტრილიონობით დოლარის დახარჯვას აპირებენ გლობალური დათბობის შესაჩერებლად.
ადგილზე პოლიცია იყო მობილიზებული, თუმცა მსვლელობამ ძირითადად მშვიდობიან გარემოში ჩაიარა, მხოლოდ რამდენიმე მომიტინგე დააკავეს პოლიციასთან დაპირისპირების გამო.
საფინანსო სექტორი, როგორც ჩანს, ცდილობს ჩაერთოს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლაში, თუმცა ზოგიერთ აქტივისტს არ სჯერა მათი გულწრფელობისა. მათ მიაჩნიათ, რომ ეს ის ფინანსური ინსტიტუტებია, რომლებიც წიაღისეული საწვავის გაყიდვით იღებდნენ სარგებელს, ახლა კი გარემოსდამცველებად მოაქვთ თავი.