მთავარიმსოფლიოგარემოს პრობლემები მადაგასკარზე

გარემოს პრობლემები მადაგასკარზე

მადაგასკარის სამხრეთ რეგიონებში ქვიშის დიუნებმა ლანდშაფტის დიდი ნაწილი დაფარა.

გარემოს ამ მოვლენას წითელი შტორმი ეწოდება. ძლიერი ქარის შედეგად მოტანილი ქვიშა ოკეანის სანაპიროს ფუნდამენტურად ცვლის, ანადგურებს მოსავალს და ხელს უშლის განვითარებას.

ამ პრობლემის გამო მეთევზეებსაც უჭირთ საქმიანობა. ადგილობრივი მცხოვრების ჰენრი კლაუდეს თქმით, გარემოს პრობლემების გამო ბევრი ადგილობრივი საცხოვრებლად საზღვარგარეთ მიდის.

„ჩვენ აქ ცხოვრების გვეშინია და ბევრი ადგილობრივი სხვაგან გადადის საცხოვრებლად. მათ ქვიშის დიუნების ეშინიათ, რომლებიც წინ მოიწევს. ამის გამო აქ ინვესტიციების ნაკლებობაცაა“, – ამბობს ადგილობრივი ჰენრი კლაუდე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მონაცემებით მადაგასკარი პირველი სახელმწიფოა, რომლის მოსახლეობასაც გარემოს ცვლილების შედეგად საკვების პრობლემა გაუჩნდა, ამავე დროს კი მოსახლეობის მხოლოდ 15 პროცენტს აქვს ელექტროენერგიაზე წვდომა.

მადაგასკარი მდიდარია ბუნებრივი რესურსებით, მაგრამ 1950 წლის შემდეგ კუნძულზე ტყის მასივის 40 პროცენტი განადგურდა.

არსებული მონაცემებით მდგომარეობა წლის ბოლომდე გაუარესდება, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა, რომელსაც საკმარის საკვებზე წვდომა არ აქვს, გაორმაგდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend