მთავარიმსოფლიოევროპაევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

ევროპაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება

უკვე მეხუთე კვირაა, რაც ევროპაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა იზრდება. ევროპა მსოფლიოში ერთადერთი რეგიონია,  რომელშიც ინფიცირების მზარდი მაჩვენებელია.

ჯანმოს ყოველკვირეული ანგარიშის მიხედვით, ინფიცირების ყველაზე მეტი შემთხვევა  რუსეთში, თურქეთში, რუმინეთსა და დიდ ბრიტანეთში გამოვლინდა.

პროფესორი ჯონათან ვან-ტამი აღნიშნავს, რომ ინფიცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ბრიტანეთშია. ძალიან ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ პანდემია უკვე დასრულდა, თუმცა, მისი აზრით, წინ ჯერ კიდევ ზამთრის რთული თვეებია.

რუმინეთში სამედიცინო სექტორი გადატვირთულია. ექიმები პაციენტებს მათსავე მანქანებში მკურნალობენ. პაციენტებს ხშირად 24 საათზე მეტი უწევთ ლოდინი, სანამ მათთვისაც არ მოიძებნება თავისუფალი საწოლი.

ერთი-ერთი მოქალაქე დედასთან ერთად უკვე ერთი დღეა იცდის. ქალბატონი ახლა ჟანგბადზეა მიერთებული. მათ ღამე მანქანაში გაატარეს, საწვავიც გამოელიათ. დედა სახლში მკურნალობდა 6 დღე, იგი ნანობს, რომ დროულად არ აიცრა.

ინფიცირების მკვეთრი ზრდის გამო რუსეთის დედაქალაქში, „პატრიოტთა პარკში“, ისევ იხსნება საველე ჰოსპიტალი, რომელშიც განთავსებულია 600 საწოლი იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ჟანგბადი ესაჭიროებათ, ასევე მოწყობილია რეანიმაციული განყოფილება, რომელშიც 20 საწოლია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend