მთავარი მსოფლიო სახალხო დაუმორჩილებლობა სუდანში

სახალხო დაუმორჩილებლობა სუდანში

სუდანის გადაყენებული პრემიერ-მინისტრი აბდალა ჰამდუკი აცხადებს, რომ თუ მისი მთავრობა, რომელიც სამხედრო გადატრიალების შედეგად დაითხოვეს, აღდგება,  ეს იქნება ერთადერთი გამოსავალი, რომ ქვეყანამ შექმნილ პრობლემებთან გამკლავება შეძლოს.

ინფორმაციის სამინისტროს მიხედვით, აბდალა ჰამდუკმა ეს განცხადება შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და ნორვეგიის ელჩებთან შეხვედრის დროს გააკეთა. იგი აჟამად შინაპატიმრობაში იმყოფება.

განცხადების გაკეთებამდე კი შაბათს ათასობით სუდანელმა დემონსტრაცია გამართა 25 ოქტომბერს მომხდარი სამხედრო გადატრიალების წინაააღმდეგ.  გენერალმა აბდელ-ფატაჰ ალ-ბურჰანმა მთავრობა დაითხოვა, საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და ძალაუფლება ჩაიგდო ხელში.

დემონსტრაციის შემდეგ ქვეყნის დიდ ქალაქებში თითქმის ყველაფერი გაჩერებულია, თუმცა გარკვეული სახის ეკონომიკური აქტივობა მაინც შეინიშნება.

მაგალითად, ხართუმში, სადაც მთელ ქვეყანაში გამართული დემონსტრაციის ფარგლებში  უამრავმა სახელმწიფო მოხელემ უარი განაცხადა სამსახურში მისვლაზე, მხოლოდ რამდენიმე მაღაზია გაიხსნა. ხართუმისა და ომდურმანის ქუჩებში კი სამხედროები და გასამხედროებული ძალების სწრაფი რეაგირების შენაერთები გამოჩნდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

00:00:00
Send this to a friend