მთავარი სპორტი რონალდუს დუბლი და "იუნაიტედის" ქულა "ატალანტასთან"

რონალდუს დუბლი და “იუნაიტედის” ქულა “ატალანტასთან”

უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “მანჩესტერ იუნაიტედი” “ატალანტას” ეწვია. შეხვედრა ფრედ 2:2 დასრულდა.

პირველი გოლი ჟოსიპ ილიჩიჩმა გაიტანა, პირველი ნახევრის მიწურულს კი კრიშტიანუ რონალდუმ ანგარიში გაათანაბრა. ბერგამოელები კიდევ ერთხელ დაწინაურდნენ, გოლი დუან ზაპატამ გაიტანა. მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში კრიშტიანუ რონალდუმ კიდევ ერთი გოლი გაიტანა და გუნდს ქულა მოუპოვა.

ჯგუფში “იუნაიტედი” 7 ქულით პირველ ადგილზეა, “ატალანტას” კი ოთხი ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend