მთავარიამერიკააშშვაშინგტონში ტეხასის აბორტის კანონს აპროტესტებენ

ვაშინგტონში ტეხასის აბორტის კანონს აპროტესტებენ

ათობით მხარდამჭერი და მოწინააღმდეგე შეიკრიბა ვაშინგტონში უზენაეს სასამართლოსთან, სადაც კონსერვატიული უმრავლესობის სასამართლო ტეხასში აბორტთან დაკავშირებულ კანონს განიხილავს. მოსამართლეებმა მიანიშნეს, რომ დაუშვებენ კანონის გასაჩივრებას, რომლის მიხედვით, ტეხასის შტატში აბორტი უნდა აიკრძალოს.

საქმე ეხება არა კონკრეტულად აბორტის საკითხს, არამედ კანონის ფორმულირებას და რამდენად ეწინააღმდეგება იგი კონსტიტუციურ უფლებებს.

ტეხასის გადაწყვეტილება, რომელსაც მაისში ხელი მოაწერა გუბერნატორმა გრებ ებოტმა, კრძალავს აბორტის გაკეთებას იმ შემთხვევაში, თუკი ნაყოფს გულისცემა აღენიშნება, ეს კი ნიშნავს, რომ ქალი უკვე 6 კვირის ორსულია, თუმცა ზოგიერთმა შესაძლოა, არც იცოდეს ამის შესახებ.

კანონი აბორტის აკრძალვის შესახებ უკვე მიიღეს რამდენიმე რესპუბლიკურ შტატში, თუმცა ეს კანონი სასამართლომ გააუქმა, რადგან ეწინააღმდეგებოდა უზენაესი სასამართლოს წინა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვით, ქალს ჰქონდა აბორტის უფლება 22-დან 24 კვირამდე, სანამ ნაყოფი ჩამოყალიბდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend