მთავარი გადაცემები კუბი სოციალური ქსელი კლიმატის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აფართოებს

სოციალური ქსელი კლიმატის შესახებ საინფორმაციო ცენტრს აფართოებს

გლაზგოში გაეროს კლიმატის სამიტზე მსხვილი  ტექნოლოგიური კომპანიებიც ესწრებიან, რათა ხაზი გაუსვან თავიანთ როლსა და პასუხისმგებლობებს  კლიმატის ცვლილებებით გამოწვეულ კრიზისთან ბრძოლაში. ფეისბუკი აფართოებს არეალს, რაც გულისხმობს, რომ მომხმარებლებს უფრო მეტად ექნებათ წვდომა სამეცნიერო ნაშრომებზე.

ოფიციალურ საინფორმაციო ბლოგში მეტას, იმავე ფეისბუკის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკ კლეგმა განაცხადა, რომ გაეროს კლიმატის სამიტამდე კომპანიამ აამოქმედა ფუნქცია, რომლის მეშვეობით იყენებენ საკვანძო სიტყვას, რომელიც უმარტივებს ფაქტების გადამმოწმებლებს, დროულად მოიძიონ დეზინფორმაცია და წაშალონ პლატფორმიდან.

ამასთან ფეისბუკი აფართოებს თავის სამეცნიერო ცენტრს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ეს ცენტრი დაახლოებით 100-მდე ქვეყანაში გამოჩნდება, მისი საშუალებით მომხმარებლები შეძლებენ, დადასტურებულ წყაროებზე დაყრდნობით წაიკითხონ ყველა მიმდინარე მნიშვნელოვანი ამბავი გარემოსთან დაკავშირებით. ამასთან, დაემატება ახალი განყოფილება, რომელზეც გამოჩნდება თითოეული ქვეყნის სათბური აირების გამოყოფის რაოდენობა დადგენილ ზღვართან შედარებით, ასევე მითითებული იქნება, და რა რაოდენობის აირის გამოყოფის უფლება აქვს ამა თუ იმ სახელმწიფოს.

დამატებითი მონაცემების წყალობით, რომლებიც საჯაროდ ასახავს თითოეული ქვეყნის მდგომარეობას, შესაძლოა გაიზარდოს ზეწოლა გარკვეულ რეგიონებზე, რომ შეასრულონ გაწერილი მიზნები და ვალდებულებები.

უახლესი

სხვა ამბები

სოციალური ქსელისოციალური ქსელი

Send this to a friend