მთავარი მსოფლიო რა გავლენას ახდეს ინტერნეტი გარემოზე

რა გავლენას ახდეს ინტერნეტი გარემოზე

პერსონალური კომპიუტერით ვიდეო კონფერენციაზე დასწრება, მობილურ ტელეფონზე ვიდეოების ყურება, პლანშეტით ფოტოების გაგზავნა ჩვეული მოვლენაა, მაგრამ ეს ყველაფერი ერთად თავმოყრილი კლიმატზე გავლენას ახდენს.

ინტერნეტში შესვლაც კი ახდენს გავლენას გარემოზე.

ბელგიის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორის ოლივიერ ვერგეინსტის განცხადებით, ინტერნეტის მოხმარება სათბური აირების გამოყოფას იწვევს.

„ვებსაიტზე შესვლა სათბურის აირებს გამოჰყოფს. მაგალითად, თუ რომელიმე მედია საიტზე შეხვალთ კლავიატურაზე თითის დაჭერითაც კი უკვე დიდი რაოდენობით რესურსებს ვიყენებთ. ეს იგივეა, რომ ავტომობილით 20 ან 30 მეტრი იმგზავროთ. ჯერ ვიდეოსთვის არ გიყურებიათ, საიტზე სტატია არ წაგიკითხავთ და თქვენი ქმედებით უკვე გამოიყოფა სათბურის აირები. თავდაპირველად საკმაოდ მცირე რაოდენობით, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობას, მაგალითად საფრანგეთში ყოველთვიურად ეს 100 მილიონ ადამიანს ნიშნავს, საბოლოო ჯამში ინტერნეტის მოხმარებით გამოყოფილი სათბურის აირების რაოდენობა ავტომობილით 80 ათას კილომეტრს უდრის“, – ამბობს ბელგიის ინფორმაციული ტექნოლოგიების ინსტიტუტის დირექტორი ოლივიერ ვერგეინსტი.

ინტერნეტში გამავალი ინფორმაციის 80 პროცენტი ვიდეოებს ემსახურება. რაც უფრო დიდია ვიდეოს გამოსახულების ხარისხი, მით უფრო მეტი სათბურის აირი გამოიყოფა. დანარჩენი 20 პროცენტი ვებსაიტებსა და ელექტრონულ ფოსტაზე მოდის.

ტექნოლოგიური სექტორი სათბური აირების გლობალური მასშტაბით გაფრქვევის მხოლოდ 2 პროცენტს შეადგენს. ეს ნიშნული 2040 წლისათვის 14 პროცენტს მიაღწევს.

უახლესი

სხვა ამბები

ინტერნეტიინტერნეტი

Send this to a friend