მთავარიაფრიკაგამბიაუჩვეულო რიტუალი გამბიაში

უჩვეულო რიტუალი გამბიაში

სიმღერებისა და საკრავების ხმის ფონზე, ტრადიციული ცერემონია მიმდინარეობს, რომელიც გამბიის ამ თემში თაობიდან თაობას გადაეცემა. ეს ცხოვრების უმნიშვნელოვანესი მომენტია ახალგაზრდა ბიჭებისთვის, რადგან იგი მიანიშნებს, რომ უკვე ზრდასრულები არიან.

მხიარული მუსიკითა და ცეკვებით საზოგადოება ბიჭებს აღიარებს მამაკაცებად, რომლებიც ერთ დღეს მათ ტრადიციებს გააგრძელებენ.

ცერემონიას მრავალი გმირი ჰყავს, ერთ-ერთი კი იდუმალი პერსონაჟი კანკურანგია.

„ეს ცერემონია ბიჭებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც 5-6 წლის ხდებიან, მათ წინადაცვეთას ვუკეთებთ. ადრე გოგონებსაც ვუკეთებდით, თუმცა მთავრობამ ეს აკრძალა”, – ამბობს ცეცრემონიის მონაწილე ბიჭის ბებია კუმბა ჯალოუ.

დანების მკვეთრი ხმა კანკურანგის მოახლოებას მიანიშნებს. ამ დროს კი
შეშინებული ბავშვები სახლებში შერბიან. დანარჩენები ამ იდუმალი მამაკაცის ახლოდან დაკვირვებას ბედავენ.

ტრადიციულად კანკურანგი ქერქისგან დამზადებულ ნიღაბს ატარებს, მისი სხეული ფოთლებითა და წითელი ბოჭკოებითაა დაფარული. მასთან ერთად მყოფი სხვა კანკურანგები კი ფერად კოსტიუმებში არიან გამოწყობილები და ნიჟარებისგან დამზადებული ნიღბები უკეთიათ.

მიუხედავად საშიში შეხედულებისა, კანკურანგი იმ სულის სიმბოლოა, რომელიც წესრიგს და სამართლიანობას იცავს და ბოროტებისგან მფარველად ითვლება.
ის იმ ცერემონიებზე მოდის, რომლებზეც წინადაცვეთილ ბიჭებს კულტურულ ნორმებს აზიარებენ, ისეთებს, როგორებიცაა დისციპლინა და პატივისცემა.

„როდესაც წინადაცვეთის ცერემონია მქონდა, სასიამოვნო სიმღერებს მღეროდნენ, მასწავლიდნენ როგორ მემღერა, როგორ მოვქცეულიყავი და პატივი მეცა ადამიანებისათვის. აქ ვასწავლით ახალგაზრდებს როგორ სცენ პატივი ხალხს, როგორ სცენ პატივი მოხუცებს და სხვა”, – ამბობს ცერემონიის ხელმძღვანელი მამადუ ჯალოუ.

2005 წელს კანკურანგთა რიტუალი იუნესკომ კულტურულ მემკვირდეობად გამოაცხადა. მას შემდეგ ეს ტრადიცია რეგიონის სხვა თემებშიც გავრცელდა, თუმცა იუნესკოში  მიიჩნევენ, რომ დროთა განმავლობაში შესაძლოა კანგურანგების რიტუალი დავიწყებას მიეცეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend