ტოკიოში მეტროში მყოფი მგზავრები პანიკამ მოიცვა. ხალხი სხვადასხვა მიმართულებით გარბოდა, როდესაც მათ ფილმ „ბეტმენის“ პერსონაჟის ჯოკერის კოსტიუმში გამოწყობილი დანით შეიარაღებული მამაკაცი დაინახეს. მამაკაცმა მეტროში ხანძარიც გააჩინა.
დაშავებულია 17 ადამიანი, ერთ-ერთი მათგანი მძიმე მდგომარეობაშია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაკავებულია 20 წლამდე ასაკის მამაკაცი.
თვითმხილველები აცხადებენ, რომ ეჭვმიტანილს იასამნისფერ-მწვანე კოსტიუმი ეცვა. თავდაპირველად ხალხს ეს ჰელოუინთან დაკავშირებული ხუმრობა ეგონა.
მეტროს სადგურთან ათობით პოლიციელი და მეხანძრე-მაშველი იყო მობილიზებული.
იაპონიაში ძალადობრივი დანაშუალი იშვიათად ხდება, თუმცა 2021 წლის აგვისტოს 9 ადამიანი დაშავდა მატარებელში მომხდარი თავდასხმის დროს. დამნაშავე მიიმალა, თუმცა მოგვიანებით თავად ჩაბარდა პოლიციას.