მთავარიევროპაპოლონეთიპოლონეთში სასაფლაოებზე ვაქცინაციის პუნქტები მოეწყო

პოლონეთში სასაფლაოებზე ვაქცინაციის პუნქტები მოეწყო

პოლონეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით, მთელ ქვეყანაში სასაფლაოებთან ვაქცინაციის პუნქტები მოეწყო. ადამიანებს შეუძლიათ, მოაწესრიგონ საყვარელი ადამიანების საფლავები და პარალელურად მიიღონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა. სასაფლაოებთან სასწრაფო დახმარების მანქანებია მობილიზებული. ყველას, ვისაც სურვილი აქვს, შეუძლია მივიდეს და გაიკეთოს ვაქცინის როგორც პირველი, ისე მეორე, ან ე.წ. „ბუსტერ დოზა“.

მოსახლეობას მოსწონს ეს იდეა. ისინი ვაქცინაციის აუცილებლობაზე საუბრობენ.

მიუხედავად იმისა, რომ პოლონეთში იზრდება ინფიცირების დღიური მაჩვენებელი, პოლონელებმა წმინდანების ხსენების ყოველწლიური  დღესასწაული სასაფლაოებზე აღნიშნეს. გასულ წელს ეს შეუძლებელი იყო, რადგან მთავრობამ ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა, შესაბამისად, სასაფლაოებიც დაკეტილი იყო.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:45
spot_imgspot_img
Send this to a friend