მთავარიამერიკამექსიკამექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილები მოიგონეს

მექსიკაში კორონავირუსით გარდაცვლილები მოიგონეს

მეხიკოში კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებს ამსუბუქებენ. მოსახლეობას ნება დართეს, რომ მიცვალებულთა  დღე აღენიშნათ. მთავრობის წარმომადგენლებმა ქალაქში მოაწყვეს  150 პუნქტი, სადაც ადამიანებს შეუძლიათ გარდაცვლილების ხსოვნას პატივი მიაგონ. მათ ასევე აღმართეს კორონავირუსით გარდაცვლილთა მემორიალი და მოიწვიეს ახლობლები და ნათესავები,  რათა გაეხსენებინათ საყვარელი ადამიანები.

ღონისძიების ორგანიზატორი სალვადორ ალვარესი ამბობს, რომ მათი მიზანია, შეიქმნას იმ ადამიანების მემორიალი, რომლებიც კორონავირუსს ემსხვერპლნენ და ვერ დაემშვიდობნენ თავიანთ ახლობლებს.

ერთ-ერთი გარდაცვლილის შვილს ხინა ოლვერას სურდა, მამა სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად საავადმყოფოში გადაეყვანა. როდესაც სასწრაფო მოვიდა, ერთადერთი, რაც მამამისს სთხოვა, იყო ის, რომ ექიმებისთვის დაეჯერებინა. შვილი არწმუნებდა, რომ მიუხედავად ასაკისა, მას იგი მაინც ძალიან სჭირდებოდა. ეს ის ბოლო სიტყვები იყო, რომლებიც ხინამ მამას უთხრა.

ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ ეს ღონისძიება გარკვეულ შვებას მისცემს იმ ხალხს, რომელმაც კორონავირუსის გამო ვერ მოახერხა თავის საყვარელ ადამიანებთან დამშვიდობება. მექსიკაში დღემდე კორონავირუსით 288 000 ადამიანი გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend