მთავარიევროპაგაერთიანებული სამეფოგლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს

გლაზგოში გაეროს კლიმატის ცვლილებისადმი მიძღვნილი სამიტი მიმდინარეობს

გაეროში კლიმატის ცვლილების გადამწყვეტ სამიტზე დელეგატები მუშაობას შეუდგნენ. წელს კოპ26-ს გლაზგო მასპინძლობს.

გახსნის ღონისძიებაზე პრეზიდენტმა ალოკ შარმამ სამიტს ,, უკანასკნელი, საუკეთესო იმედი უწოდა“.

120 ქვეყნის გეგმა 2030 წლამდე გრძელდება და მიზნად ისახავს, რომ გლობალური ტემპერატურა არ ასცდეს 1.5 გრადუსს.

მსოფლიო ლიდერებს გლაზგოში გრძელი და რთული დღის წესრიგი აქვთ.

COP 26-ის წინ, მსოფლიოს უდიდესი ეკონომიკის ხელმძღვანელები რომში თავიანთ სამიტზე აცხადებენ, რომ რამდენიმე სფეროში “ხელშემწყობ პროგრესს” უკვე მიაღწიეს.

,,დღეს სიამაყით მინდა გამოვაცხადო, რომ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად კიდევ ერთი გამარჯვება მოვიპოვეთ, როგორც ამერიკაში დასაქმებულებისთვის, ასევე კლიმატის დღის წესრიგისთვის. ჩვენ ვიმსჯელეთ იმ პროდუქტებზე, რომლებიც შეიცავს ნახშირბადს და მოლაპარაკებას ვაწარმოებდით ფოლადისა და ალუმინის ტარიფების შესახებ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

სანამ იტალიის პრემიერ მინისტრმა მარიო დრაგიმ და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუალ მაკრონმა G20-ის სამიტი წარმატებულად აღწერეს, რომელმაც ბუნდოვანი ვალდებულება მიიღო ნახშირბადის ნეიტრალიტეტის ძიებაში, გაეროს ხელმძღვანელი ანტონიო გუტერეში იმედგაცრუებული იყო.

ტვიტერზე გუტერეშმა დაწერა:

„მიუხედავად იმისა, რომ მე მივესალმები დიდი ოცეულის  ხელახლა ერთგულებას გლობალური გადაწყვეტილებებისადმი, ვტოვებ რომს ცოტა იმედგაცრუებული. გლაზგოში კოპ26-ის სამიტზე იმედს ვიტოვებ, რომ მივაღწევთ საერთო მიზანს და პლანეტაზე გლობალური დათბობის წინააღმდეგ ტემპერატურა 1.5 გრადუსით შემცირდება“.

თუ დიდი ოცეულის სამიტმა ვერ გაამართლა ზოგიერთი მოლოდინი, გლაზგოში იმედოვნებენ, რომ კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით მტკიცე და ყოვლისმომცველი ვალდებულებები შესრულდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend