მთავარისაქართველომამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს

“ლელო საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე დეპუტატის მანდატს ტოვებს.

ამის შესახებ განცხადება მან ოპოზიციის შეკრებაზე გააკეთა, რომელიც პარლამენტის წინ მიმდინარეობს.

„მე პოლიტიკაში მოვედი ორი წლის წინ. ორი წლის განმავლობაში არ დამთავრებულა ჩემზე პირადი შეურაცხყოფა, ათასი იარლიყის მოწებება, მაგრამ მივიწევ წინ, ეს ჩემზე არ მოქმედებს. არ მოვსულვარ მე პოლიტიკაში იმისთვის, რომ ან სკამი მდომოდა ან რაღაცას გავქცეულიყავი. ჩემი გამოცდილება, რომელიც მე ამ შენობაში მივიღე, მეუბნება, რომ აზრი არ აქვს იმ ადამიანებთან საქმის კეთებას, რომელიც ზურგში დანას გირტყამს და ხმას გართმევს. ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება – ეს არის მანდატი და მე ვტოვებ პარლამენტს, ვტოვებ იმიტომ, რომ თქვენთან ერთად, ქუჩაში გავაგრძელო ბრძოლა “თავისუფალი საქართველოსთვის”, ჩვენი შვილებისთვის, ასეა და ასე იქნება მუდამ. ბრძოლა იქნება ბოლომდე,“- განაცხადა ხაზარაძემ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend