მთავარიარჩევნები 2021ცესკოს პირველადი მონაცემებით წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს

ცესკოს პირველადი მონაცემებით წალენჯიხაში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი ლიდერობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების – II ტურზე პირველად შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

თვითმმართველ თემებში ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ. გამონაკლისია წალენჯიხის თემი, სადაც „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი ლიდერობს.

ცესკოს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, თელავში 55 უბნიდან დათვლილია 9 საარჩევნო უბანზე, სადაც „ქართული ოცნნების“ კანდიდატი ლევან ანდრიაშვილი ლიდერობს – 59,261%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს გიორგი ბოტკოველს – 40,739% აქვს.

თიანეთში 21 უბნიდან დათვლილია 14 უბნის მონაცემები, სადაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი ლევან წიკლაური ლიდერობს – 55,023% აქვს, ხოლო „თამაზ მეჭიაური -ერთიანი საქართველოსთის“ კლანდიდატს- თამაზ მეჭიაურს – 44,977%.

ქარელში 40 უბნიდან დათვლილია 20 უბანზე. ამ შემთხვევაშიც ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა გულიაშივლი – 60,571%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ნიკოლოზ ახალკაცს 39,429% აქვს.

ხაშურში 53 უბნიდან დათვლილია 34 უბანი. ქართული ოცნების“ კანდიდატს თენგიზ ჩიტიაშვილს 58,924% აქვს, ხოლო ნაციონალური მოძრაბის“ კანდიდატს იოსებ ბუაძეს 41,076%.

ცაგერში 42 უბნიდან დათვლილია 25 საარჩევნო უბანი და აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გიორგი ნემსაძე ლიდერობს – 64,286%-ით, ხოლო მის კონკურენტს „გახარია – საქართველოსთის“ პარტიის კანდიდატს, ბესარიონ ბენდელიანს – 35,714% აქვს.

ბაღდათში 31 უბნიდან დათვლილია 27 უბანი. „ქართული ოქნების“ კანდიდატს კახა ენუქიძეს 60, 561%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, გიუორგი რობაქიძეს 39,439%.

წყალტუბოში 69 უბნიდან 18 უბანია დათვლილი, აქაც „ქართული ოცნების“ კანდიდატი გენადი ბალანჩივაძე ლიდერობს 54,624%-ით, ხოლო მის კონკურენტს „ნაციონალური მოძრაობიდან, ზაზა მეტრეველს 45,376% აქვს.

ოზურგეთში 63 უბნიდან დათვლილია 17 საარჩევნო უბანი. „ქართული ოცნების კანდიდატს ავთანდილ თალაკვაძეს 56,925% აქვს, ხოლო დამოუკიდებელ კანდიდატს კონსტანტინე შარაშენიძეს 43,075%.

მარტვილში 40 უბნიდან დათვლილია 25, მონაცემებით კი, „ქართული ოცნების“ კანდიდატს თორნიკე ჯანაშიას 52,921% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს თეიმურაზ ჯანაშიას 47,079%.

ხობში 33 უბნიდან დათლილია 18 უბანი. „ქართული ოცნების კანდიდატს დავით ბუკიას 58,934% აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, ბესიკ შენგელიას 41,066%.

ზუგდიდში 109 უბნიდან 24 უბანია დათვლილი და ამ დროის მონაცემებით, „ქართული ოცნების“ კანდიდატს, მამუკა წოწერიას 52,443% აქვს, ხოლო „მნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს – ანზორ მელიას 47,557%.

წალენჯიხაში 29 უბნიდან დათვლილია 8 უბანი. აქ „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გიორგი ხარჩილავა ლიდერობს – 57,506%-ით, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, გოგა გულორდავას 42,494%.

ჩხოროწყუში 28 უბნიდან 8 უბანია დათვლილი და ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი დათო გოგუა – 56,828%, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს ბადრი ქარჩავას კი – 43,172% აქვს.

ხელვაჩაურში 47 უბნიდან დათვლილია 20 უბანი. აქ „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზაზა დიასამიძე ლიდერობს – 57,26%-ით, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს მიშა ბოლქვაძეს 42,74% აქვს.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20
spot_imgspot_img
Send this to a friend