მთავარიევროპამოლდოვამოლდოვასა და „გაზპრომს“ შორის შეთანხმება შედგა

მოლდოვასა და „გაზპრომს“ შორის შეთანხმება შედგა

მოლდოვის მთავრობამ და „მოლდოვაგაზმა” „გაზპრომთან“ მიაღწიეს შეთანხმებას გაზის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე. კიშინიოვში აცხადებენ, რომ მხარეები ბუნებრივი აირის ფასსა და  მოსკოვის მიმართ დავალიანების აუდიტზე შეთანხმდნენ. გადახდის გრაფიკი მოგვიანებით განისაზღვრება. თუმცა ახალი კონტრაქტის თანახმად, რუსული გაზის მიწოდება მოლდოვას პირველ ნოემბერს უნდა აღუდგეს. ამ ინფორმაციას „გაზპრომშიც“ ადასტურებენ.

მოლაპარაკებები მხარეებს შორის მოლდოვაში არსებული ენერგოკრიზისის ფონზე წარიმართა. ერთი კვირის წინ ბუნებრივი აირის დეფიციტის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. კიშინიოვმა საერთაშორისო ბაზარზე  ბუნებრივი აირის მცირე რაოდენობით შეძენა დაიწყო.

მოსკოვმა ეს პრობლემები იმით ახსნა, რომ მოლდოვას დავალიანება ჰქონდა გაზპრომთან. კიშინიოვი არ აღიარებდა ვალის ოდენობას, ითხოვდა დავალიანების აუდიტს და ბუნებრივი აირის სამართლიანი ფასის საფუძველზე მის გადაანგარიშებას. საგარეო საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოსეფ ბორელმა კი კრემლი მოლდოვის წინააღმდეგ პოლიტიკური წნეხის მიზნით ბუნებრივი აირის ფასის გამოყენებაში დაადანაშაულა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend