მთავარი არჩევნები 2021 ცესკოს პირველადი მონაცემებით, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ცესკოს პირველადი მონაცემებით, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ კანდიდატები ლიდერობენ

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მუნიციპალიტეტის ორგანოთა 2021 წლის 30 ოქტომბრის არჩევნების – II ტურზე პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო.

თვითმმართველ ქალაქებში ამ დროის მონაცემებით, მმართველი პარტიის კანდიდატები ლიდერობენ.

კერძოდ, ცესკოს მიერ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, რუსთავში, 88 უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 25 საარჩევნო უბანი. მონაცემების მიხედვით „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე ლიდერობს.

კერძოდ,25 უბნის მონაცემებით, ლაცაბიძეს 54,654%, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, დავით კირკიტაძეს 45,346% აქვს.

ქუთაისში, 124 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის 26 საარჩევნო უბანია დათვლილი. მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი იოსებ ხახალეიშვილი ლიდერობს.

კერძოდ, 26 უბნის მონაცემებით, 52,516% იოსებ ხახალეიშვილს აქვს, ხოლო „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატს, ხატია დეკანოიძეს – 47, 484%.

ფოთში 33 უბნიდან ამ დროისთის დათვლილია 11 უბანი, რომლის შედეგების მიხედვითაც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი ბექა ვაჭარაძე ლიდერობს.

კერძოდ, ამ დროის მონაცემებით, ბექა ვაჭარაძეს 59,173%, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი უგულავას – 40,827%.

ბათუმში, 105 საარჩევნო უბნიდან ამ დროისთვის დათვლილია 13 უბანი. ამ მონაცემებით კი ლიდერობს „ქართული ოცნების“ კანდიდატი არჩილ ჩიქოვანი. ჩიქოვანს ხმების 52,824% აქვს. რაც შეეხება“ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წარდგენილ მერობის კანდიდატს გიორგი კირთაძეს ამ დროის მონაცემებით, ამომრჩეველთა 47,176% უჭერს მხარს.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend