მთავარიმსოფლიობირთვული ენერგიის უსაფრთხოება

ბირთვული ენერგიის უსაფრთხოება

არის თუ არა ბირთვული ენერგია უსაფრთხო? ეს არის ის პრობლემა, რომლის წინაშეც ევროკავშირი დგას.

საფრანგეთი და პოლონეთი მხარს უჭერენ ბირთვული ენერგიის გამოყენებას, ავსტრია და გერმანია კი ეწინააღმდეგებიან ამ გადაწყვეტილებას. საერთაშორისო ატომური ენერგიის სააგენტოს ხელმძღვანელს მიაჩნია, რომ ბირთვული ენერგია უსაფრთხოა.

ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი ამბობს, რომ ევროპას სჭირდება ბირთვული ენერგია. უკვე ადამიანებიც ხვდებიან, რომ ეს არის მეცნიერება და კარგი არჩევანი. მისი აზრით, ეს გადაწყვეტილებები არ უნდა იყოს იდეოლოგიაზე დამყარებული. შესაბამისად, გროსი  უთანხმოების მიზეზებს ვერ ხედავს.

თუმცა ბელგიაში გამოქვეყნებული ბოლო კვლევის მიხედვით, ბირთვული ენერგია არ აკმაყოფილებს გარემოსდაცვით, ეთიკურ და ჯანმრთელობის პრინციპებს.

ისინი აცხადებენ, რომ რეალობა გაცილებით რთულია. განსაკუთრებით ყურადსაღებია ბირთვული ნარჩენების ხანგრძლივობის საკითხი. ეს პრობლემა დიდი ალბათობით მომავალ თაობებზე აისახება.

რაფაელ გროსი  აღნიშნავს, რომ მიუხედავად მისი პატივისცემისა, ანგარიში ისეთ საკითხებს შეეხება, რომლებსაც ცალკე ანალიზი სჭირდება. მაგალითად, ბირთვული ნარჩენები –  მათ ამ საკითხის მიმართ განსაკუთრებულ მიდგომა აქვთ. მისი თქმით, არასოდეს მომხდარა ისეთი უბედური შემთხვევა,  რომელიც ბირთვულ ნარჩენებთან იქნებოდა დაკავშირებული.

კიდევ ერთი პრობლემა ირანის მზადყოფნას ეხება, უფრო კონკრეტულად კი, დაუბრუნდება თუ არა თეირანი ვენის ბირთვულ მოლაპარაკებებს მიმდინარე თვის ბოლომდე. თუმცა საინტერესოა, რამდენად აქვს სააგენტოს პირდაპირი კავშირი ირანის პრეზიდენტთან?

რაფაელ გროსი ამბობს, რომ,  სამწუხაროდ, მათ არ აქვთ ასეთი კავშირი. სააგენტოს წარმომადგენლებს არ მიეცათ საშუალება, რომ დაწყებულიყო მნიშვნელოვანი პოლიტიკური დიალოგი. მისი თქმით, შემოწმებასთან დაკავშირებული ტექნიკური ასპექტების გარდა, ნდობის საკითხიც გასათვალისწინებელია.

ნდობის ხარისხი ორივე მხარეს დაბალია,  თუმცა დიპლომატია, როგორც ჩანს, ერთადერთი გზაა.

რაფაელ გროსის სჯერა, რომ დიპლომატია გაიმარჯვებს. ისინი უნდა დარწმუნდნენ, რომ ყველაფერი გაკეთდა მიზნის მისაღწევად. მისი თქმით, სწორედ ამისთვის მუშაობენ ინსპექტორები ადგილზე. სააგენტოში დარწმუნებული არიან, რომ შემოწმება მალე გაგრძელდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend