საფრანგეთის მთავრობამ ბრიტანეთს 2 ნოემბრამდე მისცა ვადა, რათა მან გაზარდოს გაცემული ლიცენზიების რაოდენობა, რაც ბრიტანეთის წყლებში თევზჭერისთვისაა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ფრანგული მხარე შესაძლო სანქციებით იმუქრება.
დიდ ბრიტანეთსა და საფრანგეთს შორის წარმოქმნილი პოსტბრექსიტული დავა ახლა სავაჭრო ომში გადაიზარდა. პარიზმა ლონდონს 2 ნოემბრამდე მისცა ვადა, რომ გასცეს შესაბამისი ნებართვა, რომელიც ბრიტანეთის ტერიტორიულ წყლებში თევზჭერისთვის არის საჭირო. საფრანგეთის მთავრობამ წარადგინა იმ სავარაუდო სანქციების სია, რომლებსაც ბრიტანეთის წინააღმდეგ მიიღებენ.
საფრანგეთის მთავრობის სპიკერის გაბირელ ატალის განცხადებით, გატარდება ორი სახის ღონისძიება. სანქციების პირველი ნაწილი 2 ნოემბრიდან თანდათან, რამდენიმე დღის განმავლობაში, ამოქმედდება და შეეხება იმ პროდუქტებს, რომლებიც საფრანგეთის პორტებში შემოდის და რომლებსაც სისტემატური საბაჟო და სანიტარიული შემოწმება სჭირდება.
თუმცა ბრიტანეთმა ჯერჯერობით საფრანგეთში მოსალოდნელი ლიცენზიების მხოლოდ მცირე ნაწილი გასცა. მიცემული ვადის საპასუხოდ ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა შესაბამისად იმოქმედებს, მიმდინარე მოვლენები კი საერთაშორისო კანონების დარღვევად შეაფასა.