,, … გაზაფხული იყო იკაროსი რომ დაეცა“ – გამოფენა ამ სახელწოდებით გუშინ თბილისის მე-12 საერთაშორისო ფოტოფესტივალის ფარგლებში თბილისის ფოტოგრაფიისა და მულტიმედიის მუზეუმში გაიხსნა. 9 ეკრანისგან შემდგარ ვიდეოინსტალაციაში 77 ამერიკელი, ევროპელი და ქართველი ფოტოგრაფის ნამუშევრები გაერთიანდა.
გამოფენისა და წლევანდელი ფესტივალის შესახებ ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თბილისის საერთაშორისო ფოტოფესტივალის დამფუძნებელმა ნესტან ნიჟარაძემ ისაუბრა