მთავარი ევროპა მოლდოვა მოლდოვამ პოლონეთისგან დახმარება მიიღო

მოლდოვამ პოლონეთისგან დახმარება მიიღო

რუსეთის გაზპრომთან ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული კონტრაქტის ჩავარდნის გამო მოლდოვამ დახმარებისთვის მიმართა პოლონეთს, რომელმაც ქვეყანას მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მიაწოდა. მოლდოვას დახმარებას დაჰპირდა ევროკავშირიც. გაზპრომთან მოლაპარაკებები კი გრძელდება. მოლდოვის ოფიციალური პირები იმედოვნებენ, რომ შეთანხმებას მალე მალე მიაღწევენ.

მას შემდეგ, რაც რუსეთის გაზპრომთან ვერ მოხერხდა ბუნებრივი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული ახალი კონტრაქტის გაფორმება, მოლდოვამ ისევ  პოლონეთს მიმართა დახმარებისთვის. ახლა მათ ბუნებრივი აირის მილიონი კუბური მეტრი მიიღეს, თუმცა ეს ძალიან მცირე რაოდენობაა იმასთან შედარებით, რასაც ქვეყანა ითხოვდა. ევროკავშირი მზადაა, დაეხმაროს მოლდოვის პროევროპულ მთავრობას.

ოთხშაბათს მოლდოვის პრეზიდენტმა  მაია სანდუმ განაცხადა, რომ ევროკავშირი მოლდოვას 60 მილიონი ევროს დახმარებას დაჰპირდა. მან ევროკომისიის პრეზიდენტს ურსულა ფონ დერ ლაიენს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

სექტემბრამდე მოლდოვის ბუნებრივი აირის მთავარი მომწოდებელი რუსეთი იყო. თუმცა განახლებულ კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებები  ვერ შედგა. შემცირდა ბუნებრივი აირის მიწოდება, რის გამოც მოლდოვაში 30-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.  მოლაპარაკებები გრძელდება. მოლდოვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ახალი კონტრაქტის გაფორმება ქვეყნისთვის სასიკეთო იქნება.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend