მთავარიევროპაბელგიაბრიუსელში სუპერმარკეტის სახურავზე ბაღი გააშენეს

ბრიუსელში სუპერმარკეტის სახურავზე ბაღი გააშენეს

ბრიუსელის ერთ-ერთი სუპერმარკეტის სახურავზე 60-ზე მეტი სახეობის მცენარეა დარგული. პროექტ „ლაგუმს“ ევროკავშირი აფინანსებს. მკვლევრები ცდილობენ, გაარკვიონ რამდენად შესაბამისია მცენარეებისთვის ურბანული გარემო.

აგროეკოლოგიური ლაბორატორიის მკვლევარი ფრანცისკო დავილა თავის გუნდთან ერთად აკვირდება კვლევის აგრონომიულ მხარეს. ისინი ასევე შეისწავლიან, რამდენად მულტიფუნქციურია მსგავსი პროექტები.

ფრანცისკო დავილა აღნიშნავს, რომ წარმოება დაწყებულია. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ტრენინგები და სოციალური ღონისძიებები.

მარტიდან დღემდე სახურავზე 2 ტონამდე ხილი და ბოსტნეული მოიყვანეს.

პროექტის მიზანია, ადგილობრივებმა მეტი შეიტყონ მცენარეების შესახებ და პროცესშიც ჩაერთონ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ეს ყველაზე მეტად  სჭირდება.

პროექტის მონაწილე ნევრუზ უნალი ამბობს, რომ ეს პროექტი სოციალური მიზნით დაიწყეს. „რეფრეში“ ერთ-ერთი რესტორანია, რომელიც სახურავზე მოყვანილ პროდუქციას იყენებს.  პროექტის მონაწილეები ბოსტნეულს სოციალურად დაუცველ ადამიანებსაც უნაწილებენ.

ექპერიმენტული ფაზა 2-დან  3 წლამდე გრძელდება. თუკი პროექტი წარმატებით განხორციელდება, ამ მეთოდის გამოყენება ევროპის სხვა სახურავებზეც იქნება შესაძლებელი.

სახურავის ბაღზე მუშაობა მხოლოდ ახლა დაიწყო და ორგანიზატორებს უკვე უამრავი იდეა აქვთ. მაგალითად, მათ სურთ, ის სითბო, რომელიც სუპერმარკეტიდან გამოდის, სათბურში გამოიყენონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend