მთავარიმსოფლიო2021 წელს სამუშაო საათების დანაკარგი გაიზარდა

2021 წელს სამუშაო საათების დანაკარგი გაიზარდა

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს სამუშაო საათების დანაკარგი იმაზე გაცილებით მეტი იქნება, ვიდრე ამას თავიდან ვარაუდობდნენ. მიზეზად კი ქვეყნების ეკონომიკების აღდგენის პროცესის განსხვავებული ტემპი სახელდება. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ კონკრეტული ფინანსური და ტექნიკური დახმარების გარეშე ვითარება კიდევ უფრო გართულდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო 2021 წელს სამუშაო დროის დანაკარგი იმაზე მეტი იქნება, ვიდრე ამას თავდაპირველად ვარაუდობდნენ. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით,  განვითარებული და განვითარებადი ქვეყნების ეკონომიკების აღდგენის განსხვავებული ტემპი გლობალურ ეკონომიკას უქმნის საფრთხეს. ეს კი ძირითადად ვაქცინაციის განსხვავებული პროგრამებითა და ფისკალური სტიმულირების პაკეტებითაა განპირობებული.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალური დირექტორი გაი რაიდერი  ამბობს, რომ გლობალური ეკონომიკა აღდგენის პროცესშია. არსებობს 5%-იანი ზრდა. თუმცა შრომის ბაზარი მაინც რთულ ვითარებაშია.  ქვეყნებს შორის დიდი განსხვავებაა. მსოფლიოს მდიდარ ქვეყნებში შედარებით კარგი ვითარებაა, განვითარებადი ქვეყნები კი, ფაქტობრივად, ერთ ადგილზე არიან გაჩერებული. გაი რაიდერის აზრით, სწორედ ეს უნდა იყოს პოლიტიკოსების მთავარი საზრუნავი.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ კონკრეტული ფინანსური თუ ტექნიკური დახმარების გარეშე  მდიდარ და ღარიბ ქვეყნებში დასაქმებულთა შორის სხვაობა კიდევ უფრო მეტად გაიზრდება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend