27 ოქტომბერს, თავისუფლების მოედანზე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები aqcia იმართება. არჩევნებამდე სამი დღით ადრე აქციაში მონაწილეობის მისაღებად მოქალაქეები რეგიონებიდანაც ჩამოვიდნენ.
აქციასთან დაკავშირებით 26 ოქტომბრის საღამოდან თბილისში შეიზღუდა საგზაო მოძრაობა. დედაქალაქის ცენტრში სამანქანო მიმოსვლისთვის გადაიკეტა რუსთაველის გამზირი. მიმდებარე ქუჩების პარკინგის ზონები განთავისუფლდა დემონსტრანტების ავტომობილებისთვის.