მთავარიაფრიკასუდანისუდანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის დაპირისპირება გრძელდება

სუდანში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამხედროებს შორის დაპირისპირება გრძელდება

სუდანის მოქალაქეები საპროტესტო აქციებს აგრძელებენ, მათი სურვილია, ქვეყნის მართვა პროდემოკრატიულმა ხელისუფლებამ გააგრძელოს.

სუდანში უკვე რამდენიმე დღეა დაძაბული ვითარებაა.

სამხედროებმა გარდამავალ მთავრობას ძალაუფლება ჩამოართვეს. გენერალმა აბდელ ფა-ტაჰ ბურჰანმა დაშალა სამხედრო-სამოქალაქო სუვერენული საბჭო, რომელიც ორი წლის წინ ავტოკრატი მმართველის, ომარ ალ-ბაშირის დამხობის შემდეგ ქვეყნის დროებითი მართვის მიზნით ჩამოყალიბდა.

გადაყენებული პრემიერ-მინისტრი აბდულა ჰამდუკის მდგომარეობა გაურკვეველია. მისი დაკავების შემდეგ მას და მის მეუღლეს სახლში დაბრუნების უფლება მიეცათ.

მეორე საჯარო გამოსვლისას გენერალმა აბდელ ფატაჰ ბურჰანმა განაცხადა, რომ სუდანში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო იძულებული გახდა, მიეღო მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

მიუხედავად იმისა, რომ მას მოკავშირეები ჰყავს სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სამხედრო გადატრიალებას უკვე მოჰყვა გაეროს უშიშროების საბჭოს კრიტიკა და დახურულ კარს მიღმა ქვეყანაში არსებული კრიზისის განხილვა, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

სუდანის გენერალმა პირობა დადო, რომ ქვეყანაში აღადგენს ინტერნეტს, რომელიც სამხედრო გადატრიალების დროს გაითიშა. იგი დროებით მთავრობას ნოემბრის ბოლომდე წარადგენს, საპარლამენტო არჩევნები კი ქვეყანაში 2023 წლის ივლისში ჩატარდება. ახლა სუდანში  საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend