მთავარიევროპარუსეთირუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 232 775 ადამიანი გარდაიცვალა

რუსეთში პანდემიის დაწყებიდან დღემდე ვირუსით 232 775 ადამიანი გარდაიცვალა

მოსკოვში მცხოვრებნი სამშაბათს, 25 ოქტომბერს ქალაქის ცენტრში მდებარე ვაქცინაციის ცენტრებისკენ ასაცრელად გაემართნენ, რადგან ქვეყანაში მალე კორონავირუსის ახალი შეზღუდვები ამოქმედდება.

ვირუსის გავრცელების შესაჩერებლად რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 30 ოქტომბრიდან 7 ნოემბრამდე დღეები უქმედ გამოაცხადა.

ამ დროის განმავლობაში, სახელმწიფო ორგანიზაციებისა და კერძო ბიზნესების უმეტესობამ უნდა შეაჩეროს ფუნქციონირება. მაღაზიების უმეტესობა დაიხურება საბავშვო ბაღებთან, სკოლებთან, სპორტულ დარბაზებთან და გასართობ ადგილებთან ერთად.

რესტორნები და კაფეები ღია მხოლოდ მიტანის სერვისისთვის იქნება.

“გარკვეულწილად მოსალოდნელმა შეზღუდვებმა გადამაწყვეტინა ავცრილიყავი, რადგან შეზღუდვები შეეხება დახურულ საჯარო სივრცეებს. მე კინოში სიარული მიყვარს, ვაქცინაციის გარეშე კი ეს შეუძლებელი იქნებოდა“.

„მართალი გითხრათ ვიფიქრე, თავი შემეკავებინა ვაქცინაციისგან, მაგრამ გამოდის, რომ მკაცრი შეზღუდვები იქნება და ჩვენთვის ყველაფერი დაიხურება“, – ამბობენ მოსკოვში მცხოვრებნი.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ოფიციალურ პირებს მიმართა, რომ 60 წელს გადაცილებულ პირებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდონ.

“ჩვენ გვყავს სხვადასხვა ასაკის აცრილი ადამიანები, ძირითადად ისინი საშუალო ასაკის ან ახალგაზრდები არიან. მაგრამ, რა თქმა უნდა, გვსურს, მეტი მოხუცი  გვყავდეს აცრილი, რადგან ისინი რისკჯგუფს წარმოადგენენ”, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთში COVID-19 დაღუპულთა დღიური მაჩვენებელმა სამშაბათს, 25 ოქტომბერს პიკს მიაღწია, იზრდება ინფექციის გავრცელების ნიშნულიც.  რამაც აიძულა კრემლი, შეზღუდვები დაეწესებინა.

ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 232 775-ია.

 

უახლესი

სხვა ამბები

00:06:43

მოსადი

spot_imgspot_img
Send this to a friend