მთავარიმსოფლიოპლანეტაზე კლიმატთან დაკავშრიებით საგანგაშო ვითარებაა - ანტონიო გუტერეში

პლანეტაზე კლიმატთან დაკავშრიებით საგანგაშო ვითარებაა – ანტონიო გუტერეში

კლიმატის კრიზისთან დაკავშირებით გამოქვეყნდა ახალი სამეცნიერო ანგარიში, რომელიც გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა შეაფასა. მისი თქმით, მთელ პლანეტაზე კლიმატთან დაკავშირებით უკვე საგანგაშო ვითარებაა.

ანტონიო გუტერეშის განცხადებით, საჭიროა დიდი ოცეულის ქვეყნების აქტიურობა იმისთვის, რომ დასახული მიზნები რეალობად იქცეს და მსოფლიომ გლობალური დათბობის პროცესი შეაჩეროს.

კლიმატის სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე კიდევ ერთი მეცნიერული  ანგარიში გავრცელდა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა განაცხადა, რომ თითოეული ქვეყანა უნდა ჩაერთოს კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ბრძოლაში.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ის გეგმები, რომლებიც ქვეყნების მიერ არის წარმოდგენილი, არ არის საკმარისი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული საფრთხეების აღმოსაფხვრელად.

ამის შესახებ გაეროს გენერალურმა მდივანმა გუტერეშმა კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და აღნიშნა, რომ კლიმატის კრიზისის მხრივ საგანგებო ვითარებაა.

ანტონიო გუტერეშს მიაჩნია, რომ დიპლომატიური მოქმედების დრო აღარ არის. თუ მთავრობები, განსაკუთრებით დიდი ოცეულის ქვეყნების მთავრობები, არ ჩაუდგებიან ამ საქმეს სათავეში, მაშინ მსოფლიო განწირული იქნება. ანტონიო გუეტერშის თქმით, ყველა ქვეყანაში უნდა გაიაზრონ, რომ ძველი, ნახშირბადის მოდელი სასიკვდილო განაჩენია როგორც მათი ეკონომიკებისთვის, ასევე  პლანეტისთვის.

120 ქვეყნის გეგმა 2030 წლამდე გრძელდება და მიზნად ისახავს, რომ გლობალური ტემპერატურა არ ასცდეს 1.5 გრადუსს. ისინი  გეგმავენ მავნე აირების ემისიების 7.5%-ით შემცირებას. თუმცა მეცნიერები აცხადებენ, რომ დასახული მიზნების მისაღწევად 55-პროცენტიანი შემცირებაა საჭირო.

ანგარიშში ასევე საუბარია, რომ კლიმატთან დაკავშირებული გეგმები არასაკმარისად ამბიციურია. ქვეყნების მიერ წარმოდგენილი გეგმის მიხედვით, ქვეყნები აპირებენ, 2050 წლისთვის სრულად გათავისუფლდნენ ემისიებისგან, რაც გლობალურ დათბობას 2.2 გრადუსით შეაჩერებს. ეს მიზანთან ახლოს არის, თუმცა ნამდვილად არასაკმარისია.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend