მთავარიაზიაჩინეთიპეკინის ზამთრის ოლიმპიადამდე 100 დღე დარჩა

პეკინის ზამთრის ოლიმპიადამდე 100 დღე დარჩა

პეკინის ზამთრის ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე 100 დღე დარჩა. ოლიმპიური თამაშები კორონავირუსის შეზღუდვების ფონზე გაიმართება.

პეკინის ცენტრალურ ქუჩაზე მოქალაქეები საათის წინ შეიკრიბნენ და ელოდებიან, როდის დაიწყებს საათი 100 დღის ათვლას.

“ძალიან მინდა, გახსნის ცერემონიას დავესწრო. 2008 წლის პეკინის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე მოხალისე ვიყავი. ძალიან ბევრი სუვენირი მოვაგროვე”.

“ჩემი მშობლიური ქალაქი ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთშია, ამიტომ ძალიან მიყვარს ზამთრის სპორტი. სპორტსმენები ამ თამაშებისთვის დიდი ხნის განმავლობაში ემზადებიან, მეც მოუთმენლად ველოდები მას”, – ამბობენ პეკინის მოქალაქეები.

ჩრდილო-დასავლეთ მონღოლეთში, განსუსა და ქვეყნის სხვა პროვინციებში კორონავირუსის 100-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ამიტომ  ქვეყანაში კარანტინი ამოქმედდა, შეიზღუდა მოგზაურობაც.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის ინფორმაციით, სპორტსმენებისა და დამხმარე პერსონალისთვის სავალდებულოა ვაქცინაცია ან სამკვირიანი კარანტინი მკაცრი კონტროლით.

თამაშებზე დასწრება მხოლოდ ჩინეთის მოქალაქეებს შეუძლიათ.

პეკინი გახდება პირველი ქალაქი, რომელიც უმასპინძლებს როგორც ზაფხულის, ისე ზამთრის ოლიმპიურ თამაშებს,  რისთვისაც 2008 წლის ოლიმპიადისთვის სპეციალურად მოწყობილ ადგილებს გამოიყენებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend