მთავარიევროპათურქეთითურქეთი 10 ქვეყნის დიპლომატს აღარ დაითხოვს

თურქეთი 10 ქვეყნის დიპლომატს აღარ დაითხოვს

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის სახელმწიფო დასავლური ქვეყნების ელჩებს ქვეყნიდან აღარ გააძევებს. შაბათს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ 10 ქვეყნის დიპლომატს, რომელთა შორისაც იყვნენ ამერიკის შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ელჩები, ქვეყნიდან გააძევებდა, რადგან ისინი თურქი აქტივისტის ოსმან კავალას ციხიდან გამოშვებას მოითხოვდნენ.

„ელჩები თავს ესხმოდნენ ჩვენს სასამართლოსა და ქვეყანას, თუმცა დღევანდელი განცხადებით, მათ უკან დაიხიეს. ვიმედოვნებ, რომ ეს ელჩები მომავალში დაიცავენ დიპლომატიურ ურთიერთობებს, ვენის კონვენციის 41-ე მუხლს და უფრო ფრთხილად იქნებიან, როდესაც თურქეთის სუვერენიტეტის შესახებ გააკეთებენ განცხადებებს”, – განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ევროკავშირის ყოფილი ელჩი თურქეთში მარკ პიერინი მიიჩნევს, რომ ერდოღანი ქვეყნის შიგნით არსებული პრობლემების გადაფარვას ცდილობს.

„კარგად თუ დავაკვირდებით, პრეზიდენტის პოლიტიკის გამო თურქული ლირა სულ უფრო უფასურდება, ხოლო გამოკითხვების მიხედვით, პრეზიდენტსა და მის პარტიას დაბალი რეიტინგი აქვთ. ქვეყნის შიგნით ძალიან დიდი არეულობაა. ეს უძველესი რეცეპტია, როცა ქვეყანაში დაძაბულობაა, შენ კი სხვებს ესხმი თავს. აი, ეს მოხდა შაბათს“, – ამბობს ევროკავშირის ყოფილი ელჩი თურქეთში მარკ პიერინი.

თურქული ლირა ორშაბათს რეკორდულად დაბალ ნიშნულზე დაეცა, შესაბამისად ბევრისთვის გასაგებია, თუ რატომ ცდილობს ერდოღანი ახლა დაძაბულობის განმუხტვას.
მომავალ შაბათ-კვირას დიდი ოცეულის სამიტი გაიმართება, რომელზეც კვლავ განიხილავენ ამ საკითხს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend