კლიმატის ცვლილების შედეგები მსოფლიოს თითქმის ყველა წერტილში იგრძნობა. გამონაკლისი არც შვედეთია, სადაც ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე რეგიონში ყველაზე მაღალი მყინვარი დნება. ტემპერატურის მატება და ეკოსისტემების ცვლილება პრობლემებს უქმნის ადგილობრივებსაც, რომლებიც ირმებს ამრავლებენ.
შორეულ ჩრდილოეთში ტემპერატურის მატება უარყოფითად მოქმედებს შვედეთის ყველაზე მაღალ მთა კებნეკაისეზე, რომელსაც გეოგრაფიის პროფესორი ნინის როსკვისტი უკვე მრავალი წელია აკვირდება. ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩრდილოეთის მწვერვალი სამხრეთის მწვერვალზე უფრო მაღალი გამოჩნდა, ამის მიზეზი კი ის არის, რომ მყინვარი თანდათან დნება.
სტოკჰოლმის უნივერსიტეტის გეოგრაფიის პროფესორი ნინის როსკვისტი აღნიშნავს, რომ ტემპერატურის მატება მყინვარების დნობას უწყობს ხელს. მათ კი არაფერი გაუკეთებიათ მავნე აირების შესამცირებლად. თუმცა, მისი თქმით, შესაძლებელია ყინულის დიდი ნაწილის დნობის შეჩერება. ისინი ამით ისინი დიდ გამოცდილებას მიიღებენ. ეს ცოდნა კი მათ მომავალში დაეხმარება.
ჩრდილოეთ შვედეთის მწვერვალებიდან ჩამოსვლა გაყინულ მიწაზე სიარულს ნიშნავს. ადგილობრივი მოსახლეობა აქ ირმებს ამრავლებს, თუმცა ხშირად თბილი ამინდი მათ ხელს უშლის. გაყინული და დათოვლილი ნიადაგი ცხოველებს საკვების მოპოვებაში ეხმარება. თუმცა ნათლად ჩანს, როგორ იქცევა თოვლის ფიფქები წყლის წვეთებად.
ირმების მფლობელი, ტომას კუჰმუნენი ამბობს, რომ აქ კვირების განმავლობაში წვიმს, შემდეგ ნალექი თოვლად გადაიქცევა და იყინება, საბოლოოდ ყინულის სქელი ფენა წარმოიქმნება, რაც ხელს უშლის ირმებს, თავად მოიპოვონ საკვები.
„აბისკოს“ კვლევითი სადგურის ხელმძღვანელი კეიტ ლარსონი აღნიშნავს, რომ მუდმივი ყინვა უამრავ ნახშირბადს აგროვებს. მისი თქმით, ეს კარგია, თუმცა, როდესაც დათბება, ატმოსფეროსა და წყლებში ნახშირბადი გამოიყოფა, რაც კლიმატს კიდევ უფრო თბილს ხდის.
კებნეკაისეზე კლიმატის ცვლილება შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს. მიუხედავად იმისა, რომ ზამთარში სიცივეა და თოვლიც მოდის, აქ მაინც იგრძნობა შედარებით თბილი ზაფხულის შედეგები.