მთავარიმსოფლიონიუ-იორკში ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუვის მოძრავი მაღაზია გაიხსნა

ნიუ-იორკში ბრიტანელი მუსიკოსის დევიდ ბოუვის მოძრავი მაღაზია გაიხსნა

ნიუ-იორკში, სოჰოს რაიონში, ბრიტანელი მომღერლის დევიდ ბოუის 75 წლის დაბადების დღის აღსანიშნავად მოძრავი მაღაზია გაიხსნა.

მომდევნო სამი თვის განმავლობაში ბოუის გულშემატკივრებს შესაძლებლობა ექნებათ, ესტუმრონ მაღაზიას ნიუ-იორკსა და ლონდონში. ორივე ქალაქში სხვადასხვა ექსპონატი და სამახსოვრო ნივთი იყიდება.

ნიუ-იორკის მაღაზიაში სპეციალური დაფაა განთავსებული. ამ დაფაზე თაყვანისმცემლებს შეუძლიათ, თავიანთი შთაბეჭდილების შესახებ დაწერონ და სხვებსაც გაუზიარონ.

კიდევ ერთი დეტალი ლონდონის ტრადიციული  სატელეფონო ჯიხურია. აქ სტუმრები ბოუის ხმას მოისმენენ.

“ამ ტელეფონში დევიდ ბოუის ხმა ისმის. ამისთვის მხოლოდ რამდენიმე ღილაკს უნდა დააჭირო თითი. ბოუი საკუთარი თავის შესახებ გვიყვება, როგორ ქმნიდა ტექსტებსა და სიუჟეტებს. ძალიან შთამბეჭდავი იყო ამ ყველაფრის მოსმენა”,- ამბობს მაღაზიის სტუმარი.

ასევე მაღაზიაში ნახავთ მუსიკის მოსასმენ მოწყობილობას, რომლის საშუალებითაც ლეგენდარული მუსიკოსის მოსმენაა შესაძლებელი.

რა თქმა უნდა, მაღაზია სავსეა ალბომებითა და სუვენირებით, სტუმრებს ნებისმიერი ნივთის შეძენა შეუძლიათ.

“ჩვენ აქ იმისთვის ვართ, რომ ბოუის თაყვანისმცემლები გავახაროთ, მივცეთ შანსი, დევიდ ბოუისთან კიდევ ჰქონდეთ ურთიერთობა, სტუმრები ამით ერთობიან. ჩვენი მიზანია, მომავალ თაობას ლეგენდარული მუსიკოსი გავაცნოთ“, – ამბობს მაღაზიის მფლობელი ლორენს პერიერი

დევიდ ბოუი სიმსივნით 2016 წლის 10 იანვარს 69 წლის ასაკში გარდაიცვალა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend