საქართველოს 17-წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე უნგრეთი დაამარცხა. შეხვედრის ერთადერთი გოლი ალექსანდრე ნარიმანიძემ გაიტანა. გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველი შეხვედრა ისლანდიასთან ფრედ 1:1 დაასულა.
ორი მატჩის შემდეგ ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები ჯგუფში პირველ ადგილს იკავებენ.
მომდევნო მატჩს საქართველო ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 28 ოქტომბერს შედგება.