მთავარისაქართველო„სელფის მუზეუმი“ პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო იხურება

„სელფის მუზეუმი“ პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო იხურება

„სელფის მუზეუმი“ პანდემიის გამო 15 ნოემბერს იხურება. მუზეუმის ხელმძღვანელების განცხადებით, პანდემიით გამოწვეული არასტაბილური გარემო და ტურისტების სიმცირე მუზეუმის მუშაობაზე უარყოფითად აისახა. სწორედ ამიტომ მუზეუმი, სანამ დაიხურება, სტუმრებს სიმბოლურად ფასად, 1 ლარად მასპინძლობს.

საქართველოში „სელფის მუზეუმი“ ერთი წლის წინ დაარსდა. მუზეუმი პანდემიით შექმნილი მდგომარეობის გამო არაერთხელ დაიკეტა და  გაიხსნა.

„არ გვიჭირს დაწესებული შეზღუდვებისა და რეგულაციების შესრულება, მაგრამ მუზეუმში ხალხის ნაკლებობაა. კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობაც გაზრდილია, თითქმის 5000-ზე მეტი შემთხვევაა ყოველდღიურად. ესეც დიდ პრობლემას წარმოადგენს ჩვენთვის. კიდევ ერთი პრობლემა ქვეყანაში ტურისტების მცირე რაოდენობაა. ჩვენი ძირითადი შემოსავლის წყარო სწორედ ტურისტების მხრიდან არის. ფინანსური კრიზისი გვაქვს, ამიტომ მუზეუმის დაკეტვა გვიწევს“,- ამბობს მუზეუმის გენერალური მენეჯერი თამარ თელია.

„სელფის მუზეუმის“ სტუმრებს იმედი აქვთ, რომ მუზეუმი კვლავ განაახლებს მუშაობას.  ისინი ხშირად დადიან მუზეუმში, თუმცა ყოველ ჯერზე განსხვავებულ და განსაკუთრებულ ფოტოსურათებს იღებენ.

„გულდასაწყვეტია, რომ ეს სივრცე კორონავირუსის გამო იხურება. მუზეუმში უსაფრთხოების ყველა  ზომა დაცულია. მინდა, რომ კიდევ ბევრჯერ ვესტუმრო სელფის მუზეუმს“.

„მე პირველად  ვარ „სელფის მუზეუმში“ და აქაურობა ძალიან მომეწონა. მუზეუმში ბევრი სხვადასხვა ფოტოსივრცეა როგორც ზრდასრულებისთვის, ისე პატარებისთვის. აქ დროის მხიარულად გატარება შეიძლება.

ხელმძღვანელები ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ „სელფის მუზეუმი“ მომავალში კვლავ გაიხსნება, სტუმრებს განახლებულ სივრცეებს შესთავაზებენ, რომ მათ მიერ გადაღებული ფოტოსურათები კიდევ უფრო მრავალფეროვანი იყოს.

მარიამ ქუხილავა

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend