მთავარი სპორტი საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დროშა გადასცა

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დროშა გადასცა

ავსტრიის ქალაქ ზოლდენში სამთო-სათხილამურო სახეობებში მსოფლიო თასების სეზონი გაიხსნა. საქართველო კერძოდ კი, ბაკურიანი კიდევ ერთხელ მოექცა სპორტის ზამთრის სახეობების მოყვარულთა  ყურადღების ცენტრში.

2023 წელს ბაკურიანი სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს და სწორედ ამის აღსანიშნავად, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციამ საქართველოს საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დროშა გადასცა. ტრადიციის მიხედვით, ეს დროშა საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატის წინა მასპინძელი ქვეყნისგან ჩინეთისგან უნდა მიეღო, თუმცა პანდემიის გამო ჩინეთმა უარი თქვა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებაზე და ტურნირი რამდენიმე ქვეყანაში გაიმართა.

სწორედ ამიტომ, საქართველომ დროშა საერთაშორისო სათხილამურო პრეზიდენტისგან იოჰან ელიაშისგან მიიღო.

„ვფიქრობ, რომ საქართველოში ფენომენალური სათხილამურო გარემოა. მას დიდი პოტენციალი აქვს და ჩვენ გვინდა, რომ ასეთი ახალი ადგილები ვიპოვოთ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის შეჯიბრებებისთვის“, – ამბობს იოჰან ელიაში.

მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ ეტაპზე საქართველომ სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს უმასპინძლა. 2022 წელს კი ბაკურიანში სნოუბორდის გიგანტურ და პარალელურ სლალომში ევროპის თასის გათამაშების ეტაპები შედგება. სამთო-სათხილამურო კურორტი  ფრისკისა და სნოუბორდის მსოფლიო თასის გათამაშების ეტაპებსაც უმასპინძლებს.

ამ მხარდაჭერის შედეგად, სკი-კროსისა და სნოუბორდ-კროსის მსოფლიო თასის ეტაპებს ბაკურიანი ახალი, გამართული ინფრასტრუქტურით შეხვდა, 2022 წლის ტურნირებისათვის კი კვლავ მზადდება ხელოვნური გათოვლიანების სისტემა და ახალი საშეჯიბრო ტრასები.

საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის გენერალური მდივანი, მიშელ ვიონი ამბობს, რომ სამთო-სათხილამურო შეჯიბრის მასპინძლობა ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, მაგრამ ბაკურიანი ამისათვის ძალიან კარგად ემზადება.

„სათხილამურო ფრისტაილისა და სნოუბორდის ტურნირის მასპინძლობა ძალიან რთულია. ჩასატარებელია ბევრი შეჯიბრი, გასავლელია მოსამზადებელი პროცესი, არაერთი ტრასა და ტრიბუნაა გასამართი. ამას კი დიდი ინვესტიცია სჭირდება, ამიტომაც ძალიან გვიხარია რომ საქართველო და ბაკურიანი ამ ყველაფერს უზრუნველყოფს და მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებს“, – განაცხადა მიშელ ვიონმა.

სნოუბორდის პარალელურ სლალომში ევროპის თასის გათამაშების ეტაპს ბაკურიანი  2022 წლის 19 თებერვალს უმასპინძლებს. ამავე დღეს საქართველოს დროშის გვერდით საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის დროშა აღიმართება.

უახლესი

სხვა ამბები

ბაკურიანიბაკურიანი

Send this to a friend