მთავარიევროპაესპანეთიმიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანში ქართული ღვინო გაიყიდება

მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანში ქართული ღვინო გაიყიდება

ესპანეთში მიშლენის სამვარსკვლავიან რესტორანში ქართული ღვინო გაიყიდება. რესტორანი „არზაკი“ ბასკეთის რეგიონში, ქალაქ სან-სებასტიანში მდებარეობს.

“მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინის პოპულარიზაცია მთელი მსოფლიოს მასშტაბით გრძელდება”, – განაცხადა საქართველოს ელჩმა ესპანეთის სამეფოში ილია გიორგაძემ.

რესტორანი „არზაკის“ ისტორია დაკავშირებულია არზაკების ოჯახთან. რესტორნის მფლობელი მსოფლიოში ცნობილი შეფ-მზარეული ელენა არზაკია. ელენა ცნობილი ესპანელი შეფ-მზარეულისა და რესტორატორის ხუან მარი არზაკის ქალიშვილია.

„ჩემთვის ეს განსაკუთრებული მომენტია. საქართველოს მეღვინეობის 8000 წლიანი ისტორია აქვს, ის ღვინის აკვანია. როდესაც სტუმარს ამას ეუბნები, მას ძლიერი სურვილი უჩნდება, რომ გასინჯოს ეს ღვინო. ქართული ღვინო არის ნაზავი დახვეწილობის, ბუნებრივობის, ისტორიისა და იდუმალების – რა შეიძლება იყოს ამაზე უკეთესი? კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ძალიან მოხარული ვარ, რომ ქართული ღვინო ჩვენს მენიუში გვექნება. არზაკისთვის ეს არის წინსვლა და ინოვაცია“, – ამბობს რესტორნის მფლობელი და შეფ-მზარეული ელენა არზაკი.

რესტორანი “არზაკი” მსოფლიო საუკეთესო რესტორნების ათეულში შედის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend