უბედური შემთხვევა მოხდა ნიუ მექსიკოში. გარდაიცვალა ქალი და დაშავდა მამაკაცი მას შემდეგ, რაც მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა ფილმის გადასაღებ მოედანზე ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროლა.
მედიის ინფორმაციით, მსახიობმა გაისროლა პისტოლეტიდან, რომელიც ფუჭი ვაზნებით უნდა ყოფილიყო დატენილი.
ქალი საავადმყოფოში მალევე გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მამაკაცი კი ამ დრომდე ჰოსპიტალში რჩება.
დაჭრილი მამაკაცი ფილმის რეჟისორი 48 წლის ჯოელ სუზაა, გარდაცვლილი ქალი კი ფილმის 42 წლის მთავარი ოპერატორი ჰალინა ჰაჩინსი.
ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს. მსახიობისთვის ბრალი ამ დრომდე არ წაუყენებიათ.