მთავარიევროპაგერმანიაგერმანიაში გარემოსდამცველმა აქტივისტებმა ქვანახშირის წარმოება გააპროტესტეს

გერმანიაში გარემოსდამცველმა აქტივისტებმა ქვანახშირის წარმოება გააპროტესტეს

სანამ გლაზგოში კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენცია “კოპ-26” გაიმართება.

გერმანელი გარემოსდამცველი აქტივისტები ცდილობენ გერმანიის ხელისუფლება აიძულონ, რომ ქვეყანამ დროულად დაიწყოს  ქვანახშირის გამოყენების შემცირების პროცესი. მათ პროტესტის სხვადასხვა ფორმას მიმართეს, შეაჩერეს ექსკავატორების მოძრაობა ერთ-ერთ დიდ მაღაროში,  ქვანახშირის წარმოების ადგილიდან ახლომდებარე ტყეში კი აქტივისტებმა ააშენეს ხის სახლები. პროტესტის ამ ფორმით ისინი ცდილობენ, შეაჩერონ ხეების ჭრის პროცესი და ასევე ის სამუშაოები, რომლებიც მაღაროში მიმდინარეობს.

2038 წლისთვის ქვანახშირზე უარის თქმა მერკელის მთავრობის გეგმა იყო.

ამ გეგმას მხარს უჭერენ სოციალ-დემოკრატებიც. მწვანეებს კი სურთ, ეს პროცესი უფრო ადრე დაიწყოს. მიმდინარე მოლაპარაკებების დოკუმენტში წერია, რომ ქვანახშირის გამოყენებას 2030 წლისთვის შეწყვეტენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend