მთავარიმსოფლიომსოფლიოში კორონავირუსს ჯანდაცვის 115 000-ზე მეტი მუშაკი ემსხვერპლა

მსოფლიოში კორონავირუსს ჯანდაცვის 115 000-ზე მეტი მუშაკი ემსხვერპლა

პანდემიამ დიდი დარტყმა მიაყენა ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებს, რომლებიც ფრონტის წინა ხაზზე არიან. ჯანმოს ინფორმაციით, გასული 17 თვის განმავლობაში 100 000-ზე მეტი სამედიცინო მუშაკი ემსხვერპლა კორონავირუსს.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აცხადებს, რომ ჯანმოს მიერ მომზადებული სამუშაო დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის იანვრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით დაახლოებით 115 000 მუშაკი გარდაიცვალა.  მისი თქმით, სწორედ ამიტომ არის აუცილებელი, პირველ რიგში, სამედიცინო პერსონალის აცრა.

ჯანმოს ინფორმაციით, 5 სამედიცინო მუშაკიდან მხოლოდ 2-ია სრულად აცრილი. ვაქცინაციის მხრივ კვლავ დიდი განსხვავებაა მდიდარ და ღარიბ რეგიონებს შორის.

ტედროს ადანომ გებრეისუსის თქმით, აფრიკის რეგიონში 10-დან მხოლოდ ერთი სამედიცინო მუშაკია  სრულად აცრილი, მაღალი შემოსავლის ქვეყნებში კი სამედიცინო პერსონალის  80%-ზე მეტია ვაქცინირებული.

მაღალშემოსავლიან ქვეყნებში, სადაც ვაქცინები ხელმისაწვდომია, ცდილობენ, ვაქცინაცია სავალდებულო გახადონ. ავსტრიაში ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულებმა დემონსტრაცია გამართეს, რათა საზოგადოების ცნობიერება აემაღლებინათ. ისინი მოსახლეობას მოსალოდნელი მეხუთე ტალღის შესახებ აფრთხილებდნენ  და ვაქცინაციისკენ მოუწოდებდნენ.

ამავდროულად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა საბერძნეთში დემონსტრაცია გამართეს პერსონალის სიმცირისა და იმ თანამშრომლების გამო, რომლებიც სამსახურიდან დაითხოვეს იმ მიზეზით, რომ უარს ამბობდნენ ვაქცინაციაზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend