მთავარი მსოფლიო დენ ბრაუნის წიგნი ''ველური სიმფონია" ჩეხეთში წარადგინეს

დენ ბრაუნის წიგნი ”ველური სიმფონია” ჩეხეთში წარადგინეს

პოეზია, კლასიკური მუსიკა და ფერადი ნახატები ერთ საბავშვო წიგნში – ეს არ არის ის კომბინაცია, რომელსაც მისტიური რომანების მწერლისგან ელით.

ამერიკელი მწერალი დენ ბრაუნი, რომელიც ცნობილია ნაწარმოებით „და ვინჩის კოდი“ პრაღაში ჩავიდა თავისი პირველი საბავშვო წიგნის „ველური სიმფონიის“ წარსადგენად. მან ტექსტიდან ნაწყვეტები ჩეხეთის ეროვნული სიმფონიური ორკესტრის თანხლებით წაიკითხა, ორკესტრმა მისი დაწერილი სიმფონია შეასრულა.

„მხიარული ბაყაყების“ პირველი ნაწილი ბავშვობაში დავწერე. ტყეში ვსეირნობდი, როდესაც  ბაყაყების ყიყინი  გავიგე. ზოგი  დიდი ბაყაყი იყო, ზოგი – პატარა, ხმის ტემბრიც განსხვავებული იყო – მაღალი და დაბალი. ეს ყველაფერი მუსიკასავით ჩამესმოდა. როგორც კი სახლში დავბრუნდი, მიუზიკლის „მხიარული ბაყაყების“ ერთი ნაწილი დავწერე. მერე შესაფერისი ლექსიც მივამატე. იმდენად გავერთე, რომ სხვა ბევრი ლექსიც დავწერე. წლების შემდეგ გადავწყვიტე, დამესრულებინა პროექტი და წიგნთან ერთად შემექმნა დიდი სიმფონიური ნაწარმოები”, – ამბობს მწერალი დენ ბრაუნი.

დენ ბრაუნის წიგნს კიდევ ერთი ჯადოსნური სიურპრიზი მოჰყვება. ქიუ არ კოდის გამოყენებით უფასო აპლიკაციის გადმოწერაა შესაძლებელია. მსურველს შეუძლია ის მუსიკა მოისმინოს, რომელიც თითოეულ  ისტორიას აფორმებს.

,,ჩემი იდეაა, რომ მუსიკის მოსმენა აპლიკაციის მეშვეობითაც ყოფილიყო შესაძლებელი.  ეს ბავშვებისთვის არის განკუთვნილი, მათ მსგავსად მეც მიყვარს ინოვაციური ტექნოლოგიები, აქედან გამომდინარე, ეს იყო ყველაზე მარტივი გზა, რომ ბავშვები მუსიკით დაინტერესებულიყვნენ” , – ამბობს დენ ბრაუნი.

ძილის წინ კითხვასა და თამაშს შეუძლია ბავშვები კიდევ უფრო დააახლოვონ პოეზიასა და კლასიკურ მუსიკასთან, გაამდიდროს მათი გამოცდილება სახალისო სურათებით და დაეხმაროს მოთხრობების შინაარსისა და აზრის უკეთ გაგებაში.

წიგნის  „ველური სიმფონიის“ პრეზენტაცია ერთი წლის წინ შეერთებულ შტატებში შედგა და ის უკვე  56 ენაზეა ნათარგმნი.

უახლესი

სხვა ამბები

Send this to a friend