მთავარიევროპაესპანეთილა-პალმაზე ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება

ლა-პალმაზე ვულკანის ამოფრქვევა გრძელდება

ესპანეთში ლა-პალმას კუნძულზე გაღვიძებული ვულკანი კვლავ აგრძელებს ამოფრქვევას. ლავის მდინარეში ახლა  უზარმაზარი პიროკლასტური მასალა შენიშნეს, რაც ერთ-ერთ მთავარ ვულკანურ საფრთხეს წარმოადგენს.  საბედნიეროდ, ვულკანის ამოფრქვევას ჯერჯერობით მსხვერპლი არ მოჰყოლია. მაშველები კი ვულკანის არეალში ჩარჩენილი  ცხოველების გადარჩენას ცდილობენ.

ლა-პალმაზე უზარმაზარი პიროკლასტური მასალა შენიშნეს კუმბრე ვიეხას ვულკანიდან გადმოსული ლავის მდინარეში. ვულკანი  ჯერ კიდევ იფრქვევა. პიროკლასტური ნაკადი ვულკანურ საფრთხეებს შორის ყველაზე საშიშია, რადგან დიდი სიჩქარით მოძრაობს და გზაზე ყველაფერს ანადგურებს.

პიროკლასტური მასალის ცხელი ნაკადი ბენზინგასამართ სადგურსაც უახლოვდებოდა. საბედნიეროდ, უსაფრთხოების მიზნით სადგური საწვავისა და წყლისგან დაცლილი იყო.

დაუჯერებელია, მაგრამ ამ ამოფრქვევის დროს სერიოზულად არავინ დაშავებულა – თუმცა ზოგიერთი ცხოველი გასაჭირში აღმოჩნდა.

აქ ჩარჩენილი ძაღლების მოსაძებნად  დრონს იყენებდნენ და ისე აწვდიდნენ საკვებს.  მაშველები მათ გამოყვანას  გეგმავდნენ, თუმცა ამ მომენტისთვის ძაღლები გაუჩინარდნენ.

ამავდროულად, ხელისუფლების წარმომადგენლებმა უამრავი შინაური და  ფერმის ცხოველი გადაარჩინეს. ეს კატა, ფაქტობრივად, ვეღარ სუნთქავდა, თუმცა სამხედრო საგანგებო დანაყოფის ოფიცერმა შეძლო მისი გადარჩენა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend